ფაბრიციო რომანო ისევ მიუნხენის „ბაიერნში“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე წერს.
„იან ზომერი ზამთარში „ბაიერნში“ ტრავმირებული ნოიერის შემცვლელად ჩავიდა. მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, კლუბი იმავე ფასად დატოვოს, რაც „ბაიერნმა“ გადაიხადა. ერთის მხრივ, შვეიცარიელის წასვლაზეა დამოკიდებული მიუნხენში მამარდაშვილის გადაბირება. თუმცა ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რა ფასს მოითხოვს „ვალენსია“ ქართველის სანაცვლოდ“, – ამტკიცებს ფაბრიციო რომანო.
ცნობილია, რომ მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ეს ფასი გერმანული გრანდისთვის პრობლემას არ წარმოადგენს



![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

