მატს ჰუმელსი და ქეთი ფიშერი 2010 წელს შეხვდნენ ერთმანეთს და 2015 წლის ივნისში დაქორწინდნენ.

სამი წლის შემდეგ წყვილს ვაჟი შეეძინა – მემკვიდრეს ლუდვიგი დაარქვეს.

წყვილის პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც მატსი „დორტმუნდში“ დაბრუნდა – ცოლს ქალაქი არ მოეწონა, ურთიერთობაში პრობლემები მოხშირდა, რაც მცველის ღალატის შესახებ ჭორებით დასრულდა.

ეს ყველაფერი ცუდად – განქორწინებით დამთავდა. მალე ცნობილი გახდა ფეხბურთელის ახალი მიჯნურის სახელიც – 20 წლის ლიზა მარი სტრაუბე – დორტმუნდში მცხოვრები მოდელი.

ქეთიმ კი, განქორწინების შემდეგ, თავი მოიგიჟიანა და თამამი (ძალიან თამამი) ნაბიჯი გადადგა  –  ჟურნალ Playboy-სთვის თავის დასთან, ვანესასთან ერთად, შიშველი ფოტოები გადაიღო …