საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გადაწყვეტილებით პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენები იასპარეზებენ, მაგრამ მკაცრი კონტროლი და პირობები დაუწესდებათ. პირობების ჩამონათვალი ასეთია:
რუსი სპორტსმენები პარიზში IOC-ის დროშით და „ნეიტრალური ათლეტების“ სახელწოდებით გამოვლენ;
ოლიმპიადაში მონაწილეობის განაცხადები სპორტსმენებმა პირადად უნდა შეიტანონ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის და ეროვნული ფედერაციების შუამავლობის გარეშე;
განაცხადების შემოწმება რეგულარულად მოხდება;
მას შემდეგ, რაც IOC განაცხადს დაამტკიცებს, სპორტსმენმა უნდა შეწყვიტოს მონაწილეობა ყველა ეროვნულ ტურნირში და აღარ მიიღოს რაიმე მხარდაჭერა რუსული სპორტული ორგანიზაციებისგან;
IOC მზად არის დააფინანსოს მხოლოდ სპორტსმენის მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში;
სპორტსმენების პრობლემების მოგვარებით IOC-ის თანამშრომლები დაკავდებიან;
IOC ეკიპირებას ნეიტრალური ათლეტებისთვის თავად შექმნის;
ეს პირობები რუსული სპორტის ხელმძღვანელებს გადაეცათ. მათ 22 ივნისს IOC-ის რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებენ.