„ჩელსის“ მეკარე, ედუარ მენდი, საუდის არაბეთის „ალ-აჰლისთან“ პირად კონტრაქტზე შეთანხმდა – წერს „ტვიტერტში“ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ინფორმაციით, 31 წლის სენეგალელი მეკარის კონტრაქტი „ალ-აჰლისთან“ 2026 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.
ედუარ მენდიმ „ლურჯების“ შემადგენლობაში ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა.
გასული სეზონი „ალ-აჰლიმ“ საუდის არაბეთის მეორე ლიგაში გაატარა. გუნდმა 34 მატჩში 72 ქულა დააგროვა, პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში გადავიდა.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
