საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა პრო დ2 „ოიონაქსის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელიც მომდევნო სეზონს ტოპ 14-ში გაატარებს. აღზევების შანსი „გრენობლსაც“ ჰქონდა, მაგრამ ალპელებმა ზედა ლიგის ბოლოსწინაადგილოსან „პერპინიანს“ გადასასვლელ მატჩში ვერ აჯობეს.
პრო დ2-დან ნასიონალ 1-ში „კარკასონი“ და „მასი“ დაქვეითდნენ და მათ ადგილებს „ვალანს რომანი“ და „დაქსი“ დაიკავებენ.
როგორც ყოველთვის, პრო დ2-ის გასულ სეზონშიც შეინიშნებოდა ქათველთა სიმრავლე. „ვანის“, „აჟენისა“ და „პროვანსის“ გარდა, ლიგის ყველა დანარჩენ კლუბში სულ ცოტა ერთ ქართველს მაინც უთამაშია. 2022/2023 წლების სეზონში ჯამში 37-მა ქართველმა მორაგბემ იასპარეზა, მათ შორის ერთ-ერთმა – ჟორჟი სალდაძემ – ორი კლუბის კვართი მოირგო: ჯერ „ბეზიეში“ ითამაშა, საიდანაც „ბიარიცში“ გადავიდა.
- ყველაზე მეტი ჩვენებური „ორიაკის“ შემადგენლობაში გამოჩნდა – 7
- ყველაზე მეტი მატჩი „ორიაკის“ ბურჯმა გიორგი ქართველიშვილმა და კვაჭმა ლუკა ნიორაძემ ჩაატარეს – 26-26
- ყველაზე მეტი ლელო „ბიარიცის“ მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ გაიტანა – 4.
- ყველაზე მეტი ქულა „მონტობანის“ მგეზავმა თედო აბჟანდაძემ დააგროვა – 64 (1 ლელო, 7 გარდასახვა, 15 ჯარიმა)
- ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი „გრენობლის“ ბურჯმა ლუკა გოგინავამ მიიღო – 4.
- სამმა ქართველმა გასულ სეზონში წითელი ბარათი მიიღო – „ორიაკის“ მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ, მისმა მესამეხაზელმა თანაკლუბელმა ბექა შვანგირაძემ და „ანგულემის“ მეორეხაზელმა საბა ფესვიანიძემ
- ყველაზე ასაკოვანი ქართველი გასულ სეზონში იყო „კოლომიეს“ ბურჯი ბექა შეყლაშვილი – 6 ივლისს გახდება 37 წლის
- ყველაზე ახალგაზრდა ქართველი გასულ სეზონში იყო „ნევერის“ ბურჯი ლაშა ფხაკაძე – 7 დეკემბერს გახდება 20 წლის
ქვემოთ გთავაზობთ 2022/2023 წლების სეზონში პრო დ2-ის მონაწილე ყველა ქართველის სტატისტიკურ მონაცემს:
ოიონაქსი (1): ირაკლი მირცხულავა (6 მატჩი)
გრენობლი (3): ირაკლი აფციაური (21 მატჩი, 2 ლელო), ლუკა გოგინავა (19 მატჩი, 2 ლელო, 4 სინბინი), ზურაბ ჟვანია (7 მატჩი, 1 ლელო)
მონ-დე-მარსანი (1): ლაშა მაჭარაშვილი (18 მატჩი, 1 ლელო, 1 სინბინი)
ნევერი (5): თორნიკე მატარაძე (19 მატჩი), ილია კაიკაციშვილი (18 მატჩი, 1 ლელო, 1 სინბინი), ლადო ჩაჩანიძე (13 მატჩი), ლაშა ჯაიანი (12 მატჩი), ლაშა ფხაკაძე (1 მატჩი)
კოლომიე (1): ბექა შეყლაშვილი (7 მატჩი, 1 ლელო, 1 სინბინი)
ბეზიე (2): გიორგი ახალაძე (22 მატჩი, 1 ლელო, 1 სინბინი), ჟორჟი სალდაძე (5 მატჩი, 1 ლელო)
ორიაკი (7): გიორგი ქართველიშვილი (26 მატჩი), ლუკა ნიორაძე (26 მატჩი, 1 ლელო, 2 სინბინი), გიორგი ჯავახია (23 მატჩი, 3 ლელო, 1 წითელი ბარათი), გიორგი გოგოლაძე (20 მატჩი, 2 ლელო), მიხეილ ალანია (18 მატჩი, 2 ლელო), ბექა შვანგირაძე (15 მატჩი, 3 ლელო, 1 სინბინი, 1 წითელი ბარათი), დაჩი პაპუნაშვილი (1 მატჩი)
ბიარიცი (6): თორნიკე ჯალაღონია (18 მატჩი, 4 ლელო), ლუკა ჭელიძე (14 მატჩი, 1 ლელო, 1 სინბინი), ლუკა აზარიაშვილი (12 მატჩი, 2 სინბინი), ლაშა ტაბიძე (7 მატჩი), გიორგი ნუცუბიძე (5 მატჩი), ჟორჟი სალდაძე (3 მატჩი)
რუანი (1): ხვიჩა ცოფურაშვილი (2 მატჩი)
მონტობანი (3): მირიან ბურდული (2 მატჩი, 1 სინბინი), ოთარ გიორგაძე (13 მატჩი, 2 ლელო), თედო აბჟანდაძე (12 მატჩი, 1 ლელო, 7 გარდასახვა, 15 ჯარიმა)
ანგულემი (4): ომარ ოდიშვილი (20 მატჩი, 2 სინბინი), შოთა გოგისვანიძე (13 მატჩი), საბა ფესვიანიძე (10 მატჩი, 1 ლელო, 1 სინბინი, 1 წითელი ბარათი), ირაკლი ცხადაძე (1 მატჩი)
კარკასონი (3): ვახტანგ ახობაძე (25 მატჩი), სოსო ბეკოშვილი (21 მატჩი, 1 ლელო), ლუკა პეტრიაშვილი (21 მატჩი)
მასი (1): უშანგი ჭეიშვილი (10 მატჩი)