„ლა ლიგის“მთელი სეზონის მანძილზე 99.9 Plaza Radio მსმენელებში გამოკითხვას ატარებდა „ვალენსიას“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად.
წლევანდელი შედეგების შეჯამების შემდეგ რადიომსმენელებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს, მას საპატიო სიგელი და სპეციალური პრიზი გადაეცა.
99.9 Plaza Radio „ვალენსიას“ სეზონის საუკეთესო მოთამაშეს თავის მსმენელებში მესამე სეზონია რაც ავლენს. წინა სეზონების (2020/21 და 2021/22 წლებში) გამარჯვებული გონსალო გედეში გახდა. სხვათა შორის, წინა სეზონში პორტუგალიელის უმთავრესი კონკურენტი მამარდაშვილი იყო, რომელიც „ვალენსიაში“ პირველ სეზონს ატარებდა – მაშინ გამოკითხვაში გიორგი მეორე ადგილზე გავიდა.
მამარდაშვილმა დასრულებულ სეზონში „ვალენსიაში“ შეუცვლელად ითამაშა, გაუშვა 49 გოლი, 9 თამაშში კი კარი მშრალად შეინახა. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ვალენსიელებმა „ლა ლიგაში“ ადგილის შენარჩუნა.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

