სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრაში „ნაპოლიმ” „სამპდორიას” მოუგო 2:0. ჩემპიონატის ბოლო გოლი არგენტინელმა თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ გაიტანა. ეს გახლდათ შორიდან შეგდებული ეფექტური გოლი, რის შემდეგაც „ჩოლიტომ” „ნაპოლის”, არგენტინის ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის დიეგო მარადონას მაისური ააფრიალა. მატჩის დამთავრების შემდეგ სიმეონემ ინსტაგრამზე დაწერა, თუ ვინ მიაწოდა მას მარადონას მაისურით ზეიმის იდეა.
„ბედნიერი ვარ უნიკალური მომენტის მონაწილე რომ გავხდი. როდესაც დიეგოს მეუღლემ კლაუდია ვილაფანემ მისი ქმრის მიერ 33 წლის წინანდელ ზეიმზე ნაცვამი მაისურის წაღება და ახალ ზეიმზე გატანის იდეა შემომთავაზა, ენა ჩამივარდა. დიეგო ისევ ესწრებოდა „ნაპოლის” მიერ სკუდეტოს მოგების საღამოს. ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო. ვამაყობ არგენტინელებისა და ნეაპოლელებისთვის ასეთი პატივის მიგების შესაძლებლობა რომ მომეცა”, — თქვა სიმეონემ.






