საქართველოს ეროვნული ნაკრები 17 და 20 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებს ჩაატარებს კვიპროსსა და შოტლანდიაში.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. სანიოლის რჩეულთა შორის ერთი დებიუტანტია – ფრანგმა სპეციალისტმა ნაკრებში ირანის „პერსეპოლისის“ 32 წლის მეცველი გიორგი გველესიანი გამოიძახა. გარკვეული პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდს უბრუნდებიან აპოელ-ის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, “შტურმის” ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი და “პანეტოლიკოსის” გარემარბი ლევან შენგელია.

მეკარეები – გიორგი ლორია („ანორთოსისი“), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“)

მცველები – გურამ კაშია („სლოვანი“), საბა კვერკველია („ნეფთჩი“), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია„), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“), ლაშა დვალი (აპოელ), ჯიმი ტაბიძე („დინამო“ თბ), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“)

ნახევარმცველები – ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ბათუმი“), სანდრო ალთუნაშვილი („ბათუმი“), ლევან შენგელია („პანეტოლიკოსი“), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მ), საბა ლობჟანიძე („ქარაგიუმრუქი“), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“).

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“), გიორგი ქვილითაია (აპოელ).

წილი
წინა სტატიაკვარას დეტალები შეუთანხმებია
შემდეგი სტატიავინ გახდება MVP…
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...