სერია A-მ სეზონის MVP-ის წოდებაზე ამპლუების მიხედვით კანდიდატურები დაასახელა – საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი, ცალკე გამოარჩევენ საუკეთესო 23-წლამდელ ფეხბურთელებს.
თითოეულ ამპლუაში 3-3 ნომინანტია.
საუკეთესო მეკარე: ივან პროვედელი („ლაციო“), მიკელე დე გრეგორიო („მონცა“) და ლუკაშ სკორუპსკი („ბოლონია“).
საუკეთესო მცველი: თეო ერნანდესი („მილანი“), ჯოვანი დი ლორენცო, მინ-ჯე კიმი (ორივე -„ნაპოლი“).
საუკეთესო ნახევარცველი: ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი („ლაციო“) და ნიკოლო ბარელა („ინტერი“),
საუკეთესო თავდამსხმელი: რაფაელ ლეაო („მილანი“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“).
საუკეთესო 23-წლამდელი ფეხბურთელი: ტომაზო ბალდანცი („ემპოლი“), ნიკოლო ფაჯოლი („იუვენტუსი“) და ჯორჯო სკალვინი („ატალანტა“).
კანდიდატებს შორის არ ფიგურირებს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 3-ჯერ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე. ბუნებრივია, ხვიჩას სეზონის MVP-ის წოდებაზე ექნება პრეტენზია, რომელიც 2 ივნისს გამოცხადდება.





