ევროლიგის ფინალში დამარცხებულმა ჟოზე მოურინიუმ თავის ფეხბურთელებს დემონსტრაციულად გადაუხადა მადლობა. მან ეს საჯაროდ გააკეთა.
„თქვენ დიდებულად ითამაშეთ და ეს მთელმა ევროპამ ნახა”, — უთხრა „რომას” პორტუგალიელმა თავკაცმა „ჯალოროსის” მოთამაშეებს, რომელთაც პენალტებით წააგეს „სევილიასთან”.
მას მერე, რაც თავის ფეხბურთელებს გაესაუბრა, მოურინიუმ ჯერ რომაელ გულშემატკივარს გადაუხადა მადლობა, შემდეგ კი სევილიელი ქომაგის ტრიბუნასთან მივიდა და იგივე გაიკეთა.
„რომას” მწვრთნელი დაჯილდოების ცერემონიალს არ დასწრებია.