ცნობილი გახდა, თუ რა პირობებით დათანხმდება „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას სამხრეთიტალიურ კლუბში მუშაობას.

ენრიკე ნეაპოლიტანელთა შეთავაზებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მისი ხელფასი სეზონში 8 მილიონი ევრო იქნება. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი 8 მილიონს და კიდევ 2 მილიონ ბონუსებს დაჰპირდა ესპანელს. ასევე აღუთქვა, რომ გუნდიდან კორეელი კიმ მინ ჯეს წასვლის შემთხვევაში, შემცვლელად ვილიარეალის მცველ პაუ ტორესს გადაიბირებს.

ესპანელს ასევე შეჰპირდნენ, რომ ფორვარდები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია მომავალ სეზონში გუნდში დარჩებიან.

მანამდე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს და კარიერაში ერთწლიანი შესვენებას აიღებს.

Luis Enrique, tres decepciones y una esperanza - AS.com