ჩემპიონმა „დინამომ“ განახლებულ „დინამო არენაზე“ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა, თუმცა უშუალო კონკურენტ „ბათუმთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძლებს დისკვალიფიცირებული მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი დაუბრუნდა, მაგრამ საქმეს არც ამან უშველა. ვერ ვიტყით, რომ ჩემპიონებმა ცუდად ითამაშეს, მაგრამ ფაქტია – „ბათუმმა“ უკვე სამი ქულით გაუსწრო კონკურენტებს.
მანამდე, ცოტა ხნით, პირველ საფეხურზე „საბურთალო“ იდგა, რომელმაც „კავკასიონ არენაზე“ „თელავს“ 0:3 მოუგო. ეს საბურთალოელთა ზედიზედ მეათე წაუგებელი მატჩი და მიჯრით მეოთხე მოგება გახლდათ. „საბურთალოს“ 35 ქულა მოუგროვდა და მეორე ადგილზეა. ომარ თეთრაძის გუნდმა თამამად შეაბიჯა საჩემპიონო რბოლაში.
„სამგურალი“ წინა ტურში იმავე „საბურთალოსთან“ განადგურების შემდეგ (1:5), გორში „დილასთანაც“ 0:2 აგებდა, მაგრამ წყალტუბოელებმა ხასიათი გამოავლინეს და მატჩის ფრედ დასრულება შეძლეს, გამათანაბრებელი პენალტი ნოდარ ლომინაძემ 95-ე წუთზე გაიტანა – 2:2. გორელებს კი 9-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოუვიდათ.
სამტრედიაში „შუქურამ“ ცოტნე ფაცაციას დუბლით 1:2 მოუგო „ტორპედოს.“ ეს ქუთაისელთა ზედიზედ მეოთხე მარცხი გახლდათ. „შუქურამ’ 12 ქულა მოაგროვა და ერთი პუნქტით უსწრებს გასავარდნ ზონას სადაც სამ გუნდს („გაგრა,“ „სამტრედია,“ „თელავი“) თანაბარი 11-11 ქულა აქვთ.
საინტერსოა, რომ ხუთი მატჩიდან ოთხი სტუმრებმა მოიგეს.
გაგრა 0:1 სამტრედია (თბილისში)
0:1 ოლატუნჯი (57)
სამგურალი 2:2 დილა
0:1 გეილი (53), 0:2 გომისი (70), 1:2 ნიქაბაძე (78), 2:2 ლომინაძე (90+5 პენ)
ტორპედო 1:2 შუქურა (სამტრედიაში)
0:1, 0:2 ფაცაცია (69 პენ, 90+1), 1:2 დავიდი (90+4 პენ)
თელავი 0:3 საბურთალო
0:1 ჯგერენაია (45+1), 0:2 სილაგაძე (74), 0:3 გიზო მამაგეიშვილი (87)
დინამო 1:2 ბათუმი
0:1 ტეიდი (30), 1:1 სხირტლაძე (45+2), 1:2 ფლამარიონი (61)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 24 | 15 | 7 | 2 | 53:25 | 52 |
დინამო | 25 | 14 | 6 | 5 | 64:36 | 48 |
საბურთალო | 25 | 13 | 6 | 6 | 53:28 | 45 |
სამგურალი | 25 | 12 | 6 | 7 | 36:34 | 42 |
დილა | 24 | 11 | 8 | 5 | 39:25 | 41 |
ტორპედო | 25 | 19 | 8 | 7 | 30:28 | 38 |
თელავი | 25 | 6 | 6 | 13 | 22:42 | 24 |
გაგრა | 25 | 4 | 7 | 14 | 22:49 | 19 |
სამტრედია | 25 | 5 | 4 | 16 | 24:44 | 19 |
შუქურა | 25 | 3 | 4 | 18 | 33:65 | 7 |
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 12, ულად-ომარ იმრანი (დინამო), ტიერი გეილი (დილა), გიორგი ნიქაბაძე (სამგურალი) – 9, ზორან მარუშიჩი (დინამო), ლუკა სილაგაძე (საბურთალო) – 7