გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და წლის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს – ინფორმაციას საფრანგეთის ფეხბურთელთა კავშირის (UNFP) ოფიცილაური გვერდი ავრცელებს.

UNFP-ის მიერ წლის ფეხბურთელის ჯილდოზე ნომინირებული იყვნენ ასევე ვიქტორ ლეკალი („ლე ავრი“), ჯოშ მაია („ბორდო“) და ნილს ნკუნკუ („სენტ-ეტიენი“). გამარჯვებულები სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გამოავლინეს.

„ლიგა 1-ში დასაბრუნებლად ბოლო ტურში „ბასტიასთან“ მატჩის მოგება დაგვჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო კლუბს, რომელიც მენდობა, ასევე იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ხმა მომცეს” – განაცხადა მიქაუტაძემ დაჯილდოების შემდეგ.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონზე 23 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გიორგი ბომბარდირთა დავაში კონკურენტს, „კანის“ თავდამსხმელ ალეკსანდრ მენდის 4 ბურთით ასწრებს.

წილი
წინა სტატიაკანადა 28
შემდეგი სტატიახვიჩა ხელშეუხებელია
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...