ჰოკეისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კანადამ გერმანია 5:2 დაამარცხა და ტიტული ოცდამერვედ შემართა. ახლა კანადელები ერთით უსწრებენ რუსებს (სსრკ-ს ჩათვლით).
ფინალი კი იოლი არ ყოფილა. გერმანია ორჯერ იგებდა, მაგრამ კანადელებმა ორჯერვე გათანაბრეს. მესამე პერიოდი კი ოკეანისგაღმელებმა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს და სამი უპასუხო შაიბა გაიტანეს.
ეს გერმანელთა მეორე ფინალი იყო და მეორე მარცხი. მაშინაც, შორეულ 1930 წელს გერმანელებმა ფინალი კანადასთან დათმეს.
მოულოდნელად, ბრინჯაოს მედლებს თანამასპინძელი ლატვიელები დაეუფლნენ. ბალტიისპირელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში ამერიკელებს ოვერტაიმში 4:3 სძლიეს და ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვეს.



![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

