სარაგბო საკლუბო ევროსეზონი ფრანგული კლუბების ტრიუმფით დასრულდა. ისევე როგორც შარშან, ჩემპიონთა თასის მფლობელი „ლა როშელი“ გახდა, ხოლო ჩელენჯ კაპზე „ლიონი“ „ტულონმა“ ჩაანაცვლა.
ისევე, რგორც გასულ სეზონში, ორივე ევროთასზე ბევრმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა (9 – ჩემპიონთა თასზე და 16 – ჩელენჯ კაპზე), რომელთაგან რამდენიმეს გამორჩეული ევროკამპანია გამოუვიდა.
მართალია, 20 წლის ბირჯღალოსან ალექსანდრე ქუნთელიას ჩემპიონთა თასის ფინალში არ უთამაშია, მაგრამ ტურნირის მსვლელობისას მომავალი გამარჯვებულის რიგებში ერთხელ კი გამოჩნდა.
სანდროს ირლანდიურ „ალსტერთან“ 7:3 მოგებულ მატჩში ბოლო 6 წუთი ანდეს, მაგრამ ევროპის აწ უკვე ორგზის ჩემპიონის განაცხადში მოხვედრაც დიდი წარმატებაა.
მთავარ ევროტურნირზე სხვებზე მეტი – 4 მატჩი „კლერმონის“ უბერებელმა ბურჯმა დუდუ ქუბრიაშვილმა ჩაატარა, რომელმაც სულ ახლახან განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ აქტიურ კარიერას შეწყვეტს.
ჩემპიონთა თასი
ლა როშელი: ალექსანდრე ქუნთელია (1 მატჩი)
ექსეტერი ნიკა აბულაძე (3 მატჩი)
ბორდო: ლქესო ყაულაშვილი (2 მატჩი)
კასტრი: ლევან ჩილაჩავა (1 მატჩი)
კლერმონი: დავით ქუბრიაშვილი (4 მატჩი)
გლოსტერი: გიორგი კვესელაძე (2 მატჩი)
ლიონი: ბექა საღინაძე (1 მატჩი)
რასინგ-92: გურამ გოგიჩაშვილი (2 მატჩი), გია ხარაიშვილი (1 მატჩი)
ჩელენჯ კაპი
კლუბების მთელმა რიგმა ჩემპიონთა თასზე წარუმატებლად გამოსვლის შემდეგ ასპარეზობა ჩელენჯ კაპზე გააგრძელეს, ანუ მათ მოთამაშეებსაც ორივე ტურნირში მოუხდათ მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ ქართველები „ლიონიდან“ და „რასინგ-92“-დან.
ამ ტურნირში ყველაზე მეტი მატჩი ქართველთაგან ბექა გიგაშვილმა ჩაატარა – 7! ეს არცაა გასაკვირი, რადგან მისმა „ტულონმა“ ათწლეულების ოცნება აიხდინა და, როგორც იქნა, ეს თასიც დაისაკუთრა.
ჩელენჯ კაპზე ქათველებმა ინდივიდუალურადაც უფრო შედეგიანად ითამაშეს, ვიდრე ჩემპიონთა თასზე. მათ ანგარიშზე 2 ლელოა. თავი გამოიჩინეს უკვე ხსენებულმა გიგაშვილმა და „სტად ფრანსეს“ მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ.
ტულონი: ბექა გიგაშვილი (7 მატჩი, 1 ლელო), დავით მჭედლიძე (1 მატჩი)
ლიონი: ბექა საღინაძე (1 მატჩი), დავით ნინიაშვილი (1 მატჩი)
ბრივი: ვანო კარკაძე (2 მატჩი, 1 სინბინი), ვასილ ლობჟანიძე (2 მატჩი)
სტად ფრანსე: ვასილ კაკოვინი (4 მატჩი), სერგო აბრამიშვილი (3 მატჩი), გიორგი ცუცქირიძე (3 მატჩი, 1 ლელო), გიორგი მელიქიძე (2 მატჩი)
რასინგ-92: გურამ გოგიჩაშვილი (1 მატჩი)
ბაიონი: ბადრი ციხისთავი (3 მატჩი), კონსტანტინე მიქაუტაძე (2 მატჩი, 1 სინბინი)
პო: გურამ პაპიძე (1 მატჩი)
პერპინიანი: გიორგი თეთრაშვილი (2 მატჩი), ვახტანგ ჯინჭარაძე (2 მატჩი)