ორმა ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა ვებგვერდმა (sofascore, whoscored) გიორგი მამარდაშვილი მადრიდის „რეალთან“ შესანიშნავი თამაშის გამო ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
აღნიშნულმა ვებ-გვერდებმა მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. sofascore-მა ქართველს 8,2 ქულა დაუწერა, ხოლო whoscored-მა – 7,7 ქულა.
22 წლის ქართველმა მეკარემ „სამეფო კლუბთან“ ესპანური კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. „რეალთან“ გამარჯვების შემდეგ, ლა ლიგამაც, სპონსორთან ერთად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ გიორგი დაასახელა.