20-21 ივნისს უეფა-ს შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წლეულს საქართველოს ღირსებას თბილისის „დინამო“ დაიცავს.
გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ჩემპიონი წილისყრისას განუთესავი იქნება და უკვე ცნობილია იმ გუნდების ვინაობას, რომელთაგანაც ერთ-ერთი „დინამოს“ შეხვდება.
ფერენცვაროში (უნგრეთი), ყარაბახი (აზერბაიჯანი), სლოვანი (სლოვაკეთი), შერიფი (მოლდოვა), ოლიმპია (სლოვენია), ზრინსკი (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ბატე (ბელარუსი), ასტანა (ყაზახეთი), ჟალგირისი (ლიეტუვა), ჰიკი (ფინეთი), ფლორა (ესტონეთი), შემროკი (ირლანდია), ნიუ სეინტსი (უელსი), მაკაბი ჰაიფა (ისრაელი), ლუდოგორეცი ან ცსკა სოფია (ბულგარეთი), ფენერბაჰჩე ან გალათასარაი (თურქეთი)
ჩემპიონთა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11-12 ივლისს გაიმართება, საპასუხო 18-19 ივლისს.





