Vinicius Paixao de Oliveira Junior of Real Madrid and Valencia fans during La Liga match between Valencia CF and Real Madrid at Mestalla Stadium on...„ჩემპიონატი, რომელიც ოდესღაც რონალდინიოს, რონალდოს, კრიშტიანუს და მესის ეკუთვნოდა, დღეს რასისტებისაა. საუცხოო ერმა, რომელმაც გულთბილად მიმიღო და რომელიც მიყვარს გადაწყვიტა მსოფლიოს თავი რასისტად წარუდგინოს. ვწუხვარ, თუკი ზოგი ესპანელი არ მეთანხმება, მაგრამ დღეს ბრაზილიაში ესპანეთს რასისტების ქვეყნად იცნობენ. და ის, რაც აქ კვირაში ერთხელ ხდება მე მისი დაცვის შესაძლებლობას არ მაძლევს”, — დაწერა სოციალურ ქსელში ვინისიუს ჟუნიორმა „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც „მესტალიაზე” შეკრებილმა მაყურებელმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარს მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა ბრაზილიაში (და მთელს მსოფლიოში), სადაც მედიამ და რიგმა ორგანიზაციებმა, მათ შორის ქვეყნის ფეხბურთის კონფედერაციამ, „რეალის” გარემარბის ჩაგვრა გააპროტესტეს.

Head coach of Real Madrid Carlo Ancelotti and Vinicius Paixao de Oliveira Junior of Real Madrid during La Liga match between Valencia CF and Real...ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ მკაცრად განაცხადა: „კიდევ რამდენი ხანი ვაპირებთ ასეთი ეპიზოდების ნახვას ლა ლიგაში 21-ე საუკუნეში?” ორგანიზაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგესმა თქვა: „იქ, სადაც რასიზმია, ფეხბურთით სიამოვნებას ვერ მიიღებ. ეს მსოფლიო ავადმყოფობაა”.

Vinicius Paixao de Oliveira Junior of Real Madrid Thibaut Courtois of Real Madrid and AntonioRudiger of Real Madrid during La Liga match between...ბრაზილიის რასობრივი თანასწორობის მინისტრი: „ჩვენ ვგმობთ მორიგ შეტევას ვინისიუს ჟუნიორის წინააღმდეგ. გვინდა ესპანელ ხელისუფალთ და ლა ლიგას ვაცნობოთ, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა ბრაზილიელმა შავკანიანმა სპორტსმენმა ძალადობის გარეშე იცხოვროს და იშრომოს”.

ბრაზილიური ESPN: „ვინისიუს ჟუნიორს რასიზმის მორიგი სამწუხარო ეპიზოდი გადახდა თავს. ტრიბუნებთან რიგი დაპირისპირებების შემდეგ „რეალის” გარემარბი მოედნიდან გააძევეს. ჭკუიდან სრულიად გადაყვანილმა ვინიმ მეტოქეს სახეში გაარტყა”.

გლობო: „ინციდენტის მთავარმა გმირმა, ბრაზილიელმა, მაყურებლისგან ობსტრუქცია მიიღო. მას მაიმუნს ეძახდნენ”.

კორეირო ბრაზილენსე: „ბრაზილიელი ვინისიუსი ესპანეთში კვლავ რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა. შეხვედრა რვა წუთით შეწყდა. დელეგატები ვითარების დარეგულირებას ცდილობდნენ, დინამიკებში კი გამოაცხადეს, რომ რასისტული შეძახილების გამო თამაშს შეწყვეტდნენ. პირველი გაფრთხილება ყურად არავინ იღო, მისი გამეორება მოუხდათ”.

ო დია: „ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავი კვლავ აგრესიის ობიექტია”.

ეკიპი (საფრანგეთი): „სიბრაზისგან გაგიჟებული გარემარბი მსაჯთან მივიდა და შესჩივლა, რომ მას რასისტულ შეურაცხყოფას აყენებენ. ის მიმდინარე სეზონში უკვე იყო ასეთი აგრესიის მსხვერპლი. გარკვეული ხნის განმავლობაში ვინისიუსს თამაშის გაგრძელება აღარ უნდოდა. თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა. „რეალს” აღარაფრისთვის ჰქონდა საბრძოლველი, მაგრამ ამ მარცხმა მისთვის სეზონის ბოლოს დამატებითი დიდი ჩრდილი მიაყენა”.

გაძეტა დელო სპორტი: „როდესაც თამაში შეჩერდა, ვინისიუსს ტრიბუნებიდან რასისტული შეურაცხყოფა მოესმა და მსაჯს ვალენსიელი გულშემატკივრის გაძევება მოსთხოვა. ამას მოჰყვა ხანგრძლივი ლაპარაკი არბიტრთან და ანჩელოტისთან. ის მათ ეუბნებოდა, რომ თამაში აღარ უნდოდა”.