No description available.ესპანეთის ჩემპიონატში „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ბრწყინვალედ ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც სამართლიანად გახდა კიდეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.

გიორგის შეხვედრაში 5 მოგერიება ჰქონდა, მაგრამ მათგან განსაკუთერებით აღსანიშნავია მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ჯერ ვალვერდეს, შემდეგ კროოსისა და ბოლოს ბენზემას მომენტები – სამივე შემთხვევაში ქართველმა მეკარემ ურთულესი ბურთები მოიგერია.

ისიც მნიშვნელოვანია, რომ მამარდაშვილთან და უგო დუროსთან კონფლიქტისთვის მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი ლიდერი ვინისიუსი მოედნიდან გააძევეს ბოლო წუთები „რეალმა“ კაცნაკლულმა ჩაატარა.

მატჩის შემდეგ Sofascore-მა მამარდაშვილს ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება 8.2 დაუწერა Flashscore-მა 7.4

ამ მოგებით „ვალენსიამ“ 40 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, გსავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს 5 ქულით გაასწრო.

No description available.