პორტალი areanapoli.it წერს, რომ თურქი არდა გულერი „ნაპოლიში” გადასვლასთან ძალიან ახლოს არის. ნეაპოლური წყარო თავის მხრივ თურქულ Gazeteyaziyor-ს ეყრდნობა. ბოლო ორი დღეა სტამბოლიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2005 წელს დაბადებული ფეხბურთელი, რომელიც კიმ მინ-ჯაეს ყოფილ კლუბ „ფენერბაჰჩეს” ეკუთვნის, ფაქტობრივად უკვე „აძურის” წევრია. როგორც პორტალი წერს, დანარჩენი უბრალოდ დროის ამბავია. მხარეები ტრანსფერის დეტალებზე მუშაობენ და იქაც სულ ერთი-ორი პუნქტიღა ყოფილა დასამუშავებელი.

ამბობენ, „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თურქში 50 მილიონი ევროს გადამხდელიაო. შედარებისთვის: გასულ ზაფხულს მან ხვიჩა კვარაცხელიაში 10 მილიონი ევრო გადაიხადა.

„ნაპოლი” გულერს ერთი ხანია აკვირდება. ახალგაზრდა ნახევარმცველი ტექნიკით გამოირჩევა. მას თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ.

Arda Guler of Fenerbahce in action during the Turkish Super Lig week 34 football match between Fenerbahce and Trabzonspor at Ulker Stadium in...