ცოტა ხნის წინ ქუთაისის „ტორპედო“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დატოვა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მასთან ერთად გუნდი სამმა ფეხბურთელმა როინ კვასხვაძემ, გიორგი ქიმაძემ და ლევან გეგეჭკორმაც დატოვეს. „ტორპედო მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარამტებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

„ქუთაისის “ტორპედო” კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამმა ფეხბურთელმა, როინ კვასხვაძემ, გიორგი ქიმაძემ და ლევან გეგეჭკორმა დატოვა. თითოეულ მათგანს “ტორპედოს” მაისურით არაერთი დაუვიწყარი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ვაფასებთ და ყოველთვის დავაფასებთ ქუთაისელთა რიგებში მათ მიერ წლების მანძილზე ჩატარებულ ღირსეულ და შთამბეჭდავ გამოსვლას. „ტორპედო“ მადლობას უხდის თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში“.