Cristian Kouame of ACF Fiorentina competes for the ball with Min-Jae Kim of SSC Napoli during the Serie A TIM match between SSC Napoli and ACF...„სკუდეტოს მოგება ძნელია, მაგრამ ბოლოს ხვდები, რომ ღირდა იმ შრომად, რომელიც მისთვის გასწიე”, — თქვა იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის” კორეელმა მცველმა კიმმა და განაგრძო:

„ნეტავ ოდესმე, ცხოვრებაში, კიდევ თუ ვნახავ ზეიმის ასეთ სცენებს? სკუდეტოს მოგება ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდილება გახლდათ. ყველაფერი, რაც გარშემო ხდებოდა ახალი იყო. რაღაც სერიოზული რომ მოვიგე მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, როდესაც მოედანზე შემოვარდნილი მოზეიმე ხალხი დავინახე”.

კიმი „ნაპოლის” გასულ ზაფხულს შეუერთდა და მყისიერად იქცა გულშემატკივართა საყვარელ ფიგურად.

„მადლობა ნეაპოლელებს სიყვარულისთვის. ხშირად, როდესაც ქალაქში ვსადილობ ან რამეს ვყიდულობ, მინდა შესაბამისი საფასური გადავიხადო მაგრამ ფულს ან სულ არ მართმევენ, ან იაფად მემსახურებიან. უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები ხოლმე, მაგრამ მეორე მხრივ ასეთ დროს ამ ხალხის სიყვარულს ვგრძნობ. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა კორეელ გულშემატკივრებს, რომლებიც აქ რომ ჩამოდიოდნენ ტრიბუნებიდან მამხნევებდნენ”, — უთხრა მცველმა კორეულ ტელეკომპანია Kfa TV-ს.