Head coach Luciano Spalletti of SSC Napoli gestures during the Serie A match between SSC Napoli and ACF Fiorentina at Stadio Diego Armando Maradona...იტალიაში ჯილდოების ცვენა დაიწყო: „ნაპოლის” თავკაც ლუჩანო სპალეტის, როგორც კაცთა სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელს, ბოლონიელი ვარსკვლავის, ლეგენდარული ნახევარმცველის ჯაკომო ბულგარელის (1940-2009) სახელობის ჯილდოს გადასცემენ. დაჯილდოება ბოლონიაში 15 მაისს გაიმართება.

კამპანიელთა მთავარი გუნდის ტოსკანელი მწვრთნელის გარდა ემილია-რომანიას დედაქალაქში ჯილდოები გადაეცემათ „სასუოლოს” 23 წლის ნახევარმცველ დავიდე ფრატეზის, 32 წლის ნახევარმცველ ალიჩე პარიზის, რომელიც „ფიორენტინაში” თამაშობს და ქალთა სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელს ალესანდრო სპრუნიას. დააჯილდოვებენ აგრეთვე მსაჯ დანიელე ორსატოს.

ჟიურის თავმჯდომარე გახლავთ ფაბიო კაპელო. ჟიურიში შედიოდნენ იტალიური სპორტის ისეთი ცნობილი მოღვაწეები, როგორებიც არიან ლუიჯი კოლომბო, რობერტო მანჩინი, სანდრო მაცოლა, გაბრიელე ორიალი, ლუისიტო სუარესი, სერჯო კამპანა და სხვანი.

ბულგარელის ჯილდოს სხვანაირად მერვე ნომერიც ჰქვია. ეს გახლავთ ყოველწლიური პრიზი, რომლის მთავარი მიზანი საუკეთესო ნახევარმცველის გამოვლენა და დაჯილდოებაა. იგი დააფუძნა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუიჯი კოლომბომ. გამოკითხვას ატარებენ ბულგარელისა და იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაციები პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო გაერთიანების მხარდაჭერით. ჯილდოს მნიშვნელოვნება და პრესტიჟულობა როგორც ჩანს ძალიან არის დამოკიდებული დაფინანსებაზე. სხვადასხვა წლებში ის მოუგიათ ჩავის, ანდრეა პირლოს, იაია ტურეს, პოლ პოგბას, ანდრეს ინიესტას, დანიელე დე როსის, ნიკოლო ბარელას, მანუელ ლოკატელისა და სანდრო ტონალის.