No description available.No description available.ეროვნული ლიგის მე-12 ტურის შემდეგ ორი გუნდი უმწვრთნელოდ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ ბოლო ტურში „სამტრედია“ მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა, კლუბი ხელმძღვანელობამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კახა ჩხეტიანი პოსტიდან გაათავისუფლა.

„ტორპედო“ მადლობას უხდის კახა ჩხეტიანს გამორჩეული ღვაწლისთვის. ის დარჩება „ტორპედოს“ ღირსეული ისტორიის ნაწილი, რაც თავის მხრივ კლუბის მომავალი წარმატების საფუძველია“, – წერია სიტყვა-სიტყვით ქუთაისის „ტორპედოს“ პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

***

ხანმოკლე აღმოჩნდა „თელავის“ მწვრთნელის პოსტზე სომეხი სპეციალისტის ვარდან მინასიანის მუშობაც. ამ პოსტზე მინასიანი 23 მარტს დაინიშნა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნულ ლიგაში 2 მატჩი ფრედ ითამაშა და 5 წააგო, მინასიანმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამდებობა დატოვა, კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალ მწვრთნელთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და მის ვინაობას „თელავი“ უახლოეს მომვალში გამოაცხადებს.