ეს შთამბეჭდავი კადრები „ნაპოლის” გასახდელიდან თავად კლუბმა გააზიარა. იტალიის სამგზის ჩემპიონი ზეიმობს. ემოცია ჯებირს ანგრევს. ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც, როგორც „ილ მატინო” წერს, ვიქტორ ოსიმენთან ერთად „პარტენოპეელები” ტრიუმფამდე მიიყვანა, სიხარულის ცრემლს ვერ იკავებს და მას თანაგუნდელი ალექს მერეტი აწყნარებს.

სკუდეტო 33 წლის შემდეგ კვლავ „ნაპოლისაა”.