View of the fans of the Italian football team SSC Napoli, for winning the Italian football championship title, in Naples, on May 5, 2023. The Italian...პოპულარულმა იტალიურმა გაზეთმა „ლა გაძეტა დელო სპორტმა” თავი მოუყარა მილოცვების ნაწილს, რომლებიც „ნაპოლის” გაჩემპიონების შემდეგ სოციალურ სივრცეში გამოჩნდა. გაზეთი ხაზს უსვამს, რომ მათი უმრავლესობა გულწრფელია, თუმცა არის ერთი, სადაც ირონიის დანახვა შეიძლება. ის „იუვენტუსს” ეკუთვნის და დასაწყისში მოვიტანოთ:

Napoli fans are seen during the screening of the Udinese-Napoli match at the Maradona stadium in Naples, Southern Italy on May 4, 2023.„ვითვალისწინებთ რა უამრავ კომპლიმენტს, რომელიც ბოლო წლებში მიგვიღია, არ შეგვიძლია არ მივულოცოთ „ნაპოლის” მესამე სკუდეტო”, — წერს „ბებერი ქალბატონი”.

Napoli fans celebrate after winning the Serie A championship on May 04, 2023 in Naples, Italy. SSC Napoli are Champions of Italy after thirty three...ამ ტექსტში ირონიული ჯერ ერთი ის არის, რომ „იუვე” ხაზს უსვამს „აძურის” ჩემპიონობათა რაოდენობას, რაც მის 36 სკუდეტოს ცხადია ვერ შეედრება და მეორე: მისთვის 2012-2020 წლებში მოგებული ზედიზედ 9 სკუდეტოს მილოცვით თავი მაინცდამაინც არავის მოუკლავს.

Luciano Spalletti head coach of SSC Napoli celebrates the victory of the 3rd Scudetto ,during the Serie A match between Udinese Calcio and SSC Napoli...სხვა მოსალოცებს კი ქვემოთ გთავაზობთ.

ლორენცო ინსინიე („ნაპოლის” ყოფილი კაპიტანი კანადიდან): „დღეს წინა ხელმოცარვებისთვის შურისძიების დღეა. შური იძიეს მათ, ვინც არასდროს ნებდება. ფანტასტიკურმა ჯგუფმა დამსახურებულად მოიგო მესამე ჩემპიონობა. მადლობა, ბიჭებო. მთელი გულით თქვენთან ვარ. „ნაპოლი” ჩემპიონია!”

Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli tumbles in the area as he is challenged by Rodrigo Becao of Udinese Calcio during the Serie A match between...ესეკიელ ლავეცი („ნაპოლის” ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელი): „მართალია მე ამ მომენტის მონაწილე არ გახლავართ, მაგრამ მინდა მთელი გულით გადავუხადო მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მასში მონაწილეობა მიიღეს. თავს მოვალედ ვგრძნობ მადლობა ვუთხრა მათ, ვინც ოცნება სინამდვილედ აქცია და ეს სინამდვილე ნეაპოლელ ხალხს სიამაყით აღავსებს. თქვენ იმსახურებდით ამ ზეიმს. მინდა მადლობა ვუძღვნა კლუბს და მის ყველა წევრს. ბედნიერი ვარ, თავის დროზე ამ კლუბს რომ წარმოვადგენდი. ყოველთვის ვცდილობდი პატივი მეცა „ნაპოლისა” და ქალაქისთვის. ნეაპოლელები ყოველთვის ჩემს გულში იქნებით. ახლა იზეიმეთ და ფეხბურთელებს თქვენი სიყვარული აგრძნობინეთ”.

„ტორინო”: „ვულოცავთ „ნაპოლის” სკუდეტოს დამსახურებულად მოპოვებას”.

„ლაციო”: „ვულოცავთ „ნაპოლის” სკუდეტოს მოგებას”.

ალდო სერენა („ინტერის”, „მილანის”, „იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი): „ვულოცავ ყველას, ვინც ამ გუნდს ქომაგობდა, ვინც მას წვრთნიდა და ვინც ამ ამაღლებულ ფეხბურთს თამაშობდა. დიდებულია! ამას ჰქვია დამსახურებული ჩემპიონობა”.

სილვიო ბერლუსკონი (პოლიტიკოსი, მეწარმე, ოთხჯერ იტალიის პრემიერ მინისტრი, 1986-2017 წლებში „მილანის” მეპატრონე): „ქალაქი ზეიმობს და ქალაქი ამას იმსახურებს. გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ. დიდებული ქალაქი, რომელიც თავის ბედნიერებას გვიზიარებს. თქვენთან ერთად ჩვენც ვამბობთ: ფორცა ნაპოლი! ბრავო ნაპოლი! სრული სვლით წინ! ეს დიდი გამარჯვებების დასაწყისი უნდა იყოს! ნეაპოლელები ამას ნამდვილად იმსახურებდნენ. ჩვენ ყველანი თქვენთან ვართ. ვაშა! ვაშა! ვაშა! და მე ამას გულით ვამბობ. მე, ვისაც თავი ყოველთვის მილანში დაბადებულ ნეაპოლელად მიმაჩნდა”.

ვალტერ ნოველინო („ნაპოლის” ყოფილი მწვრთნელი): „სკუდეტო ლუჩანო სპალეტის დამსახურებაა, რომელსაც ზურგს ძლიერი კლუბი უმაგრებდა და კარგად მუშაობის შესაძლებლობას აძლევდა. მეც სიამოვნებით ვიქნებოდი ლობოტკას და ოსიმენის მწვრთნელი. ისინი ამ „ნაპოლიში” გამორჩეული ფეხბურთელები არიან. ნეაპოლში გამარჯვება დიდებულია”.

გაბრიელ გრავინა (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): „სამფეროვანი დროშა „აძურის”, რომელმაც არაჩვეულებრივი ჩემპიონატი ჩაატარა. ამ გუნდმა მთელს მსოფლიოში დიდი ინტერესი და ემოცია აღძრა. ვულოცავ ყველა ფეხბურთელს, მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის, ტექნიკურ სამსახურს და მთლიანად კლუბს, რადგან მათ ერთად მიაღწიეს წარმატებას კარგი თამაშითა და პლიუს-მინუსის სწორი დათვლით”.

„ემპოლი” (კლუბი, სადაც ლუჩანო სპალეტი 1993-98 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ რიცხვში მთავარ მწვრთნელად): „გწყუროდათ, იმსახურებდით, დაიპყარით — გილოცავთ, ლუჩანო!”

სერია A: „ნაპულე (ნეაპოლურად ნაპოლი) სამფეროვანია”.

„მილანი”: „ვულოცავთ „ნაპოლის” სკუდეტოს მოგებას: დიდ წარმატებას და დამსახურებულ ტიტულს”.

„ინტერი”: „პრეზიდენტი სტივენ ჟანგი და მთელი კლუბი გილოცავთ „ნაპოლისა” და ლუჩანო სპალეტის სკუდეტოს მოგებას”.