No description available.საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა, ამიერიდან კახური კლუბის ღირსებას 26 წლის კონგოელი თავდამსხმელი, რიჩარდ კულე მბომბო დაიცავს

კულე მბომბო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდანაა, კარიერაც 2016 წელს იქაურ AS Vita Club-ში, დაიწყო, საიდანაც ერთი წლის შემდეგ ბრიუსელის „ანდერლეხტში“ გადავიდა. ბელგიური ფეხბურთის გრანდმა კულე ერთი წლის შემდეგ ბელგიაშივე, „ბეერსხოტში“ გაანათხოვრა.

„ბეერსხოტიდან“ ფეხბურთელმა სლოვაკეთის „ტრენჩინში“, ყაზახეთის „ქაისარში“, ლატვიის „რიგაში“, ლიეტუვის „სუდუვაში“, ემირატების „ალ ჰისნიში“ ითამაშა საიდანაც ინდოეთის „ნორდ ესტ იუნაიტედში“ გადავიდა და თელავში ჩამოსვლამდე იქ თამაშობდა.

2020 წელს მბომბო „რიგას“ შემადგენლობაში ლატვიის ჩემპიონი გახდა, 2019-ში „ქაისართან“ ერთად ყაზახეთის თასი მოიგო, 2022 წელს კი „სუდუვასთან“ ერთად ლიეტუვის სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი „თელავში“ 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

წილი
წინა სტატიარა მოხდა უდინეში თამაშის მერე?
შემდეგი სტატიაჯიუნტოლის ათი ჰიტი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...