პსჟ-ის აქტიური გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელობით უკმაყოფილონი არიან. RMC Sport-ის ცნობით, ულტრასები პარიზელთა შტაბ-ბინის წინ საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

„ლორიანთან“ საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში დამარცხებიდან (1:3) მეორე დღეს, ისინი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მივიდნენ და ხელმძღვანელებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს პროტესტი გამოუცხადეს.

დღეს, 3 მაისს, გულშემატკივრები კლუბის შტაბ-ბინასთან აქციას კიდევ ერთხელ გამართავენ. პსჟ-ს ქომაგთა მოძრაობის განცხადებაში წერია: „დადგა ცვლილებების დრო – პარი სენ-ჟერმენმა ხელახლა უნდა აღმოაჩინოს თავისი სული, პარიზული სული და ბრწყინვალება. ღონისძიება მშვიდობიანი იქნება, ყველაფერი გონივრულად  ორგანიზებული უნდა იყოს.“

Unusual protest of the PSG Ultras: they left the court in the middle of the  match despite winning the title in Ligue 1 - Infobae