ხუთშაბათს, უდინეში, „უდინეზე” „ნაპოლის” მასპინძლობს. ფრის შემთხვევაში „ნაპოლი” იტალიის ჩემპიონია.
უდინეს პრეფექტურა და სხვა კომპეტენტური სამსახურები ბოლო დღეების განმავლობაში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობდნენ. იყო მოსაზრება მატჩი ადრე, შუადღისას ჩაეტარებინათ, მაგრამ, საბოლოოდ ყველაფერი ისე დატოვეს, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი. თამაში საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
აქვე დაზუსტდა „ნაპოლის” უდინედან ნეაპოლში დაბრუნების გრაფიკიც. როგორც არ უნდა დამთავრდეს შეხვედრა, ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები კამპანიის დედაქალაქში მეორე დღეს, პარასკევს დაბრუნდებიან და არა მატჩის დამთავრების შემდეგ, ღამით, როგორც ეს ტურინში „იუვენტუსთან” გამარჯვების შემდეგ მოხდა.



![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

