„ალ-ნასრის“ თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს, საუდის არაბეთის დატოვება და მადრიდში დაბრუნება სურს.

რონალდუს გაუჭირდა ახალ ქვეყანასთან და მის კულტურასთან ადაპტაცია. ასევე, მას ენის ბარიერი უშლის ხელს. პორტუგალიელს მადრიდში დაბრუნება სურს, სადაც მან ცხრა წელი გაატარა ადგილობრივ მადრიდის „რეალში“.

„ალ-ნასრში“ გადასვლამდე კრიშტიანუ ახლოს იყო მადრიდის „ატლეტიკოში“ ტრანსფერთან. მაგრამ წითელ-თეთრების მხარდამჭერები ეწინააღმდეგებოდნენ მის პოტენციურ ხელმოწერას.

„რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, მზად არის რონალდუს კლუბში ელჩის სტატუსით დაბრუნება ან გუნდის სპორტულ ხელმძღვანელობაში თანამდებობა შესთავაზოს.

How much does Cristiano Ronaldo earn per minute at Al-Nassr? | Marca