ნეაპოლში ცუდი ამბავი მოხდა: „ნაპოლიმ” „სალერნიტანასთან” 1:1 ითამაშა, რის გამოც ქალაქი, რომელიც საჩემპიონო ზეიმისთვის ემზადებოდა პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. როგორც ჩანს, ემოციური ჩავარდნისთვის ყველა არ იყო მზად, რის შედეგადაც სტადიონის მიმდებარედ 38 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს.
სავარაუდოდ, კონფლიქტის მიზეზი გზის გადაკვეთა გახლდათ. დაჭრილი ნელა მიდიოდა, მაშინ როდესაც აგრესორს სწრაფად უნდოდა გავლა.
დაზარალებული საავადმყოფოში მიიყვანეს. ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.