Runaway leaders Napoli close on title with last-gasp win at Juve - CNAრადიო Kiss Kiss Napoli-მ ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის” ჩრდილო მაკედონიელ ვარსკვლავ ელიფ ელმასს. საუბარი ბოლო ტურში, „იუვენტუსის” კარში გატანილი გოლით დაიწყო. გოლი ჯაკომო რასპადორიმ შეაგდო, კომბინაცია კი პიოტრ ჟელინსკიმ და ელმასმა წამოიწყეს — სამივე ფეხბურთელი შეხვედრაში გვიან, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

„ჩვენ საქმეში დროულად ჩავერთეთ, მაგრამ ძალიან კარგად ითამაშეს მათაც, ვინ მოედანზე ჩვენამდე იყო.  კარგია, რომ გოლი შეცვლაზე შესულებმა გავიტანეთ. ამ გოლის აღნიშვნა სასიამოვნო გახლდათ. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ყველას კარგად მოგვეხსენება, რა ძნელია „იუვენტუსის” დამარცხება”, — თქვა ელმასმა.

უჩვეულო სეზონს ატარებთ? 

ჩვეულებრივს. ჩემთვის ეს ნორმალური სეზონია.

ელოდით, რომ აეროპორტში 10 000 გულშემატკივარი დაგხვდებოდათ? 

არა, არ ველოდი. მე წარმოშობით ფენერბაჰჩედან ვარ, სადაც ასეთივე თავგადაკლული ფანები არიან, მაგრამ ამდენ ხალხს მაინც არ ველოდი. ეს დაუჯერებელი იყო. ყველანი ბედნიერები ვართ. ვერც კი წარმომიდგენია რა მოხდება როდესაც სკუდეტოს მოვიგებთ. მოდი ცრურწმენებს ნუ ავყვებით და თავისდაზღვევის მიზნით ნუ ვიტყვით — თუ მოვიგებთ. ძალიან მსოამოვნებს ქალაქს თეთრ-ლურჯ ფერებში რომ ვხედავ.

რას გთხოვთ სპალეტი? 

ის გვეუბნება, რომ თუ ასე განვაგრძობთ თამაშს, 20 ქულიან უპირატესობას შევინარჩუნებთ. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. კარგად გვახსოვს, როგორ მოვხვდით აქ და ვალდებულები ვართ ბოლომდე დავამტკიცოთ, რომ შესანიშნავი გუნდი ვართ. მათ, ვინც შედარებით იშვიათად თამაშობს ასევე მიეცემა იმის დამტკიცების საშუალება, რომ ძლიერები არიან და აქ შემთხვევით არ მოხვედრილან. ჩვენ ამ ბიჭებს ვარჯიშებზე ვხედავთ და ვიცით რა დონის მოთამაშეებიც არიან.

„იუვენტუსთან” რასპადორისთვის ჩაწოდებულ საგოლე პასზეც გვითხარით. 

მე უბრალოდ ველოდებოდი როდის მომაწოდებდა ჟელინსკი ბურთს. როდესაც მან პასი მომცა დავინახე, რომ ოსიმენი წინ წავიდა, ამიტომ ჯეკს ჩავაწოდე. მე მას ყოველი თამაშის წინ ვეუბნები, რომ საგოლე პასს ჩავაწოდებ, მან კი 500 ევრო უნდა გადამიხადოს. „იუვენტუსთან” ასეც მოხდა, მას კი ფული ჯერ არ მოუცია” (იცინის)