ოფიციალურად დადასტურდა: „ნაპოლისა” და „სალერნიტანას” შეხვედრა, რომელიც შაბათს, 29 აპრილს 17 საათზე უნდა გამართულიყო, კვირას, 30 აპრილს, 17 საათზე გაიმართება. გადაწყვეტილებას წინ დიდი მსჯელობა უძღოდა. ბჭობაში მონაწილეობდნენ სპორტულ ღონისძიებათა უსაფრთხოების ანალიზის კომიტეტი და შინაგან საქმეთა მინისტრი. მთავარი საკითხი უსაფრთხოება გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ ამავე დღეს, 16 საათსა და 30 წუთზე „სან სიროზე” „ინტერი” „ლაციოს” უმასპინძლებს და ამ ორი შეხვედრის შედეგზე შესაძლოა სკუდეტოს ბედი იყოს დამოკიდებული. თუ „ლაციომ” ვერ მოიგო, ხოლო „ნაპოლიმ” გაიმარჯვა, „ნაპოლი” ჩემპიონია.
ხსენებული მატჩის გადადებამ თავისთავად განაპირობა „აძურის” მომდევნო შეხვედრის დროის შეცვლაც. სახელდობრ, „ნაპოლის” უდინეში სამშაბათს 22 საათსა და 45 წუთზე უნდა ეთამაშა. ახლა ეს შეხვედრა ხუთშაბათს, იმავე დროს გაიმართება.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

