Khvicha Kvaratskhelia and Georges Mikautadze of Georgia react during...  Photo d'actualité - Getty Imagesკვარაცხელია და მისი ძმები. საქართველოს საფეხბურთო ნაკადი ძლიერდება. „ნაპოლი”, რომელიც სადაცაა იტალიის ჩემპიონი გახდება, რასაკვირველია ამ დინების წინ პოლარული ვარსკვლავივით არის.

საფრანგეთში, კი არის ჟორჟ მიქაუტაძე, 2000 წელს დაბადებული „მეცის” თავდამსხმელი. მას გოლი გოლზე გააქვს. მიქაუტაძემ ლიგა 2-ში 31 შეხვედრაში 19-ჯერ გაიტანა და გუნდს ლიგა 1-ში დასაბრუნებლად წინ მიუძღვის. მან ამასწინათ ითამაშა კიდევ ერთი ქართველის ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს” წინააღმდეგ. დავითაშვილმა კარიერა თბილისში კვარასთან ერთად დაიწყო. ისინი ერთად იყვნენ ყაზანის „რუბინში” და ბათუმის „დინამოში”.

კვარასგან და დავითაშვილისგან განსხვავებით მიქაუტაძე მშობლების ქვეყანაში არ დაბადებულა და გაზრდილა. ის საფრანგეთში, კერძოდ ლიონში იშვა, ბენზემას, ლაკაზეტისა და გიურის სამშობლოში. ამ უკანასკნელთან ერთად მან ფეხბურთში პირველი ნაბიჯებიც კი გადადგა.

„შენ ძალიან დაბალი ხარ” — უთხრეს მას და ამ უარმა მეორე შანსი მისცა. თავიდან „მეცის” აკადემიაში, შემდეგ „მეცში”, რომლის შემადგენლობაშიც 2019 წელს საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში მოსინჯა ძალა და იქიდან ბელგიაში, კერძოდ „სერაინგში” გადაბარგდა. სწორედ იქ დაიწყო მიქაუტაძემ დამკვიდრება — იუპერ ლიგიდან დაწყებული ორ სეზონში 36 გოლი გაიტანა და კვლავ დაბრუნდა გუნდში, სადაც სხვებთან ერთად პიანიჩმა და სადიო მანემ გაატარეს გარკვეული პერიოდი კარიერის დასაწყისში.

მიმდინარე სეზონი კი ნამდვილი აფეთქების ხანაა. მიქაუტაძის მიმართ უცხოურმა კლუბებმა დაიწყეს ინტერესის გამოჩენა. ამ კლუბებს შორის იტალიურებიც არის. კიდევ ერთი კვარა სერია A-ში? რატომაც არა!

ანდრეა დისტასო, calciomercato