Lionel Messi signs two-year Paris St-Germain deal after leaving Barcelona -  BBC Sportპსჟ-ის არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კლუბს ხელფასების გაზრდა სთხოვა, რადგან ის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მოლაპარაკების დასრულებამდე ჯერ შორს არის. მხარეებმა შარშან მიაღწიეს სიტყვიერ შეთანხმებას, მაგრამ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, თავდამსხმელმა ხელფასის გაზრდა მოითხოვა.

პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა არ არის მზად მისი ანაზღაურების გადახედვისთვის, მაგრამ მაინც სურს, რომ 35 წლის ფეხბურთელი კლუბში დარჩეს. მესის გარემოცვამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნების გამო გაჭიანურდა და განაცხადეს, არგენტინელ ფეხბურთელს ჯერ სურს რომ იცოდეს, როგორ განვითარდება პროექტი მომავალ სეზონში.

მესის პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 35 წლის ფეხბურთელის მიღებით „ბარსელონაა“ დაინტერესებული, საიდანაც თავდამსხმელი პსჟ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით 2021 წლის ზაფხულში გადავიდა.