„იუვენტუსსა” და მის წარმომადგენლებს ჯარიმების გადახდა მოუწევთ. სპორტულმა მოსამართლემ გაავრცელა განცხადება, რომელიც სერია A-ს 31-ე ტურს ეხება. ის მოიცავს აგრეთვე ტურინის „ალიანც სთედიუმზე” „იუვენტუსსა” და „ნაპოლის” შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც ბოლოსკენ დაიძაბა, ხოლო დასრულების შემდეგ რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტი მოჰყვა.
ტურინული კლუბი 15 000 ევროთი დასაჯეს. მიზეზი: გულშემატკივრებმა ტრიბუნებიდან მსაჯს და ნეაპოლელ ქომაგებს ერთხმად აგინეს. ისინი კამპანიელებს შეურაცხმყოფელი გამოთქმებით იხსენიებდნენ. გარდა ამისა, პიროვნულად დაისაჯა მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის ასისტენტი მარკო ლანდუჩი. მან შეხვედრის ბოლოს, სტადიონის გასასვლელში, „ნაპოლის” თავკაც ლუჩანო სპალეტის მიაყენა შეურაცხყოფა, რისთვისაც ერთთამაშიანი დისკვალიფიკაციის მოხდა და 5000 ევროს გადახდა მოუწევს.