ხორვატიის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა ჟურნალისტებს უამბო, რატომ გამოდის ხორვატიის ნაკრები წარმატებით საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ეს დიდწილად პატარა ქვეყნის მაცხოვრებლების ბუნებითაა განპირობებული.
„საკმაოდ ნიჭიერები ვართ სპორტში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ოთხ მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ხორვატია არის ქვეყანა, რომელსაც უყვარს სპორტი, განსაკუთრებით ფეხბურთი.
ხედავთ, როგორ დაგვხვდა ხალხი 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების შემდეგ. ნიჭიერებასთან ერთად გვაქვს ხასიათი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიბრძოლოთ და ვაჩვენოთ, საიდან მოვდივართ.
პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ შეგვიძლია დიდ წარმატებებს მივაღწიოთ. ჩვენ თავს ერთ მთლიანობად აღვიქვამთ,“ – თქვა ჩვენს კოლეგებთან ხორვატიის ნაკრების ერთერთმა ლიდერმა.