„იუვენტუსისა” და „ნაპოლის” შეხვედრის შემდეგ, ტურინში, „ალიანც სთედიუმის” გამოსასვლელში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. გამარჯვებული „ნაპოლის” მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის შეხვდა დამარცხებული „იუვეს” თავკაცის მასიმილიანო ალეგრის თანაშემწე მარკო ლანდუჩი და როგორც „ლა სტამპა” წერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლანდუჩი სავარაუდოდ მსაჯობით იყო უკმაყოფილო და როგორც შეხვედრის დელეგატმა თავის ოფიციალურ მოხსენებაში აღნიშნა სპალეტის ასე მიაძახა: „მელოტო მძღ…ო, იცოდე შენს გულს შევჭამ!”.
სპალეტიმ აგრესორს პასუხი არ გასცა, გვერდით ჩაუარა. საკითხს სპორტული მოსამართლე ჯერარდო მასტრანდერა გაარჩევს.