ჯაკომო რასპადორის მარცხენა ფეხით დარტყმულში ცოტ-ცოტა ყველაფერი იყო. იყო სპალეტის გადაწყვეტილება შეეცვალა სამი ფეხბურთელი, რამაც განაპირობა კიდეც ეს გოლი; იყო სტუმართა სექტორში თავმოყრილი 2092 გულშემატკივრის ემოციის ამოფრქვევა; იყო იმ ხალხის სიხარული, რომელიც მოგვიანებით გუნდს კაპოდიკინოს აეროპორტთან დახვდა და კასტელ ვოლტურნომდე მოპედებით მიაცილა.

მაგრამ მათ გარდა იმ დარტყმაში წვლილი შეიტანეს მათ, ვინც ბოლო წლებში „ნაპოლის” წინსვლა განაპირობა. აქ არის კალეხონის კუთხური და კულიბალის გოლი, ოსპინას მიერ მოგერიებული დარტყმები, ფაბიანის გეომეტრია, ინსინიეს ჩახვეული დარტყმა და მერტენსის 148 გოლი. ისინი არიან „ნაპოლის” გმირები, რომელთაც გუნდისთვის ყველაფერი გაიღეს და მერეღა დატოვეს კლუბი.

სპალეტის დანიშვნას ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. ისინი იმედგაცრუებულები იყვნენ, არ სჯეროდათ, რომ გუნდს პერსპექტივა ექნებოდა. ზოგი „აძურა” კი ჯერ არ იყო მოსული — რასპადორი, კიმი… კვარაცხელიას ვინაობას დიდი კითხვის ნიშანი ესვა.

და აი, თითქმის ერთი წლის შემდეგ ჩვენ ვეგებებით გუნდს, რომელმაც მთელი სერია A დაგლიჯა. არადა, ამ „ნაპოლის” კალაპოტი დაახლოებით ათი წლის წინ ჩაეყარა. ყველაფერი დაიწყო ბენიტესმა, გააგრძელა სარიმ, მერე ანჩელოტიმ, გატუზომ: მათ ამ სკუდეტოში წვლილი მიუძღვით. ისევე, როგორც წვლილი მიუძღვით ფეხბურთელებს, რომელთაც ბოლო წლებში „ნაპოლი” მაღალი დონის იტალიურ კლუბად აქციეს. მათი დავიწყება არაფრით შეიძლება.

კლაუდიუს რუსო, calcionapoli24