თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს უმასპინძლებს | საინფორმაციო  სააგენტო "ინტერპრესნიუსი"თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მე-12 ტურში „ვულიაგმენს“ ოლიმპიკში დაუხვდა და სამი ქულა საბერძნეთში გაატანა – 9:14.

დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ჩავარდნებით ითამაშა. თუ დასაწყისში კარგი იყო და მეოთხედი 3:2 მოიგო, შესვენებამდე ინიციატივა მეტოქეს გადააბარა და 3:7 ჩამორჩა.

„დინამომ“ მესამე მეოთხედი მოიგო და ისიც 3:2. თითქოს შანსი გაჩნდა, მაგრამ დასკვნითი ნაწილი მასპინძლებმა ისევ ჩააგდეს და სოლიდური სხვაობით დამარცხდნენ.

„დინამოს“ 12 ტურის შემდეგ 2 მოგება აქვს და 6 ქულით 8-გუნდიან ჯგუფში მეშვიდე ადგილზეა. თბილისელებს მომდევნო მატჩი ისევ ბერძნულ გუნდთან, ბევრად უფრო ცნობილ და ტიტულოვან „ოლიმპიაკოსთან“ 13 მაისს, სტუმრად ელით.

წილი
წინა სტატიაროგორ გავხდეთ ხორვატია
შემდეგი სტატიასაქართველო ევროპას გასცქერის
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...