No description available.გასულ უქმეებზე ევროპული რაბის ელიტურ ჩემპიონატებში ქარველთა სიმრავლე ნამდვილად არ შეიმჩნეოდა – საფრანგეთის ტოპ 14-ში მხოლოდ 9 ჩვენებურმა ითამაშა და ამათ გარდა ინგლისში ნიკა აბულაძეც გამოჩნდა.

ტოპ 14

ლიგის ლიდერმა „ტულუზმა“ პარიზში „სტად ფრანსესთან“ 10:19 წააგო, თუმცა 71 ქულით ლიდერობა მაინც შეინაჩუნა. დედაქალაქელთა რიგებში ბოლო 17 წუთი თამაშში ვასილ კაკოვინმა დაჰყო. „სტად ფრანსემ“ 64 ქულა დააგროვა და მესამე საფეხურზე დამკვიდრდა. მეორეზე კი „ლა როშელია“, რომელმაც „კლერმონს“ უმასპინძლა და ბონუსითაც იმარჯვა – 28:13.

საპლეიფო, მე-4 საფეხურზე 58 ქულით „ბორდო“ დაფუძნდა, რომელმაც შინ „ლიონს“ 23:9 აჯობა.  მასპინძლებში 51-ე წუთიდან ლექსო ყაულაშვილმა ითამაშა, ხოლო სტუმართა სასტარტოში ბექა საღინაძე იყო, ვინც 58-ეზე შეცვალეს. „ლიონს“ 56 ქულა და ცხრილის მე-6 საფეხური დარჩა.

მეხუთეზე კი „ტულონია“, რომელსაც კასტრში მარცხის შემდეგ 57 ქულა დარჩა. ბექა გიგაშვილმა ამ გასვლით მატჩში პირველიდან 57 წუთამდე ითამაშა, ხოლო შეხვედრა „კასტრმა“ ბინუსით – 31:18 მოიგო.

„რასინგ-92“-ს „ლიონივით“ 56 ქულა აქვს, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლების გამო სანუკვარ ექვსეულს მიღმაა. პარიზელებმა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „პერპინიანთან“ სტუმრად 21:30 წააგეს. კატალონიელთა სასტარტოში გიორგი თეთრაშვილი იყო, რომელიც 48-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო „რასინგში“ საწყისი 51 წუთი გურამ გოგიჩაშვილმა ითამაშა. „პერპინიანმა“ 39 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა ადგილზე დარჩა.

No description available.მოქმედმა ჩემპიონმა „მონპელიემ“ ტიტულის შენარჩუნების შანსი ალბათ საბოლოოდ დაკარგა, როცა ბასკეთში „ბაიონთან“ 30:33 წააგო. მასპინძელთა შორის პირველიდან 48-ე წუთამდე კოტე მიქაუტაძემ იასპარეზა.

დაბოლოს, გასავარდნად თითქმის განწირულმა „ბრივმა“ „პოს“ უმასპინძლა და 22:17 მოუგო. ბრიველთა შორის მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა ვანო კარკაძემ, ხოლო ბასკურ გუნდში საწყისი ერთი საათი გურამ პაპიძემ დაჰყო.

პრემიერშიპი

ინგლისის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ ლიგაში რეგულარული პირველობა დასასრულის პირასაა. აქ ბევრი რამ უკვე გაირკვა, მათ შორის ისიც, რომ ნიკა აბულაძის „ექსეტერ ჩიფსი“ საჩემპიონო პლეი-ოფს მიღმა დარჩება. გასულ ტურში აბულაძის გუნდმა დრამატულ ბრძოლაში „ბრისტოლს“ 22:21 სძლია, ხოლო ნიკამ პირველიდან 47-ე წუთამდე დამაჯერებლად ითამაშა.