Giacomo Raspadori of SSC Napoli scores the team's first goal during the Serie A match between Juventus and SSC Napoli at Allianz Stadium on April 23,...გსმენიათ თუ არა ჰერკულესის თორმეტი დავალების შესახებ? ეს ის გმირობებია, რომელთა შესრულებას ნახევრად ღმერთი სიგიჟის წუთებში ცოლ-შვილის დახოცვის ცოდვის გამოსასყიდად დათანხმდა. ჰერკულესს მეფე ევრისფეოსის დავალებათა შესასრულებლად თორმეტი წელი ჰქონდა.

თუ ამის შესახებ არაფერი გსმენიათ, არაუშავს, მაგრამ თუ გსმენიათ, დაგვეთანხმებით, რომ ნემეური ლომის მოკვლისა და ქვესკნელის მცველი სერბერუსის დაჭერა-დაბრუნების გარდა, ყველა სხვა დავალება უფრო ადვილი იყო, ვიდრე ის, რომელიც გუშინ „ნაპოლისა” და მისი გულშემატკივრების წინაშე იდგა — მათ ტურინში „იუვენტუსისთვის” უნდა მოეგოთ.

გუშინ, სპალეტის ბიჭებმა მიმდინარე ჩემპიონატში სავარაუდოდ ყველაზე რთული ტესტი ჩააბარეს. ვინ არ დანებდებოდა „მილანთან” სამი შეხვედრისა და იმ შეხვედრებში მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომების, აგრეთვე გუშინ გატის არ-გაძევების შემდეგ, როდესაც იუვენტუსელმა თავი მუჰამედ ალიდ წარმოიდგინა და კვარაცხელიას მარჯვენა ჰუკი უთავაზა. მაგრამ სპალეტის ხალხი არ დანებდა. ხსენებული ეპიზოდისა და „შავ-თეთრების” ორი არ-ჩათვლილი გოლის შემდეგ, მათ რწმენა შეინარჩუნეს. როგორც იტყვიან, ბოლომდე იბრძოლეს.

ამ გამარჯვებას კერძოდ ორი „აძურას” ხელმოწერა აქვს: ელმასის, რომელიც მოედანზე შევიდა თუ არა თავისი სიტყვა თქვა და რასპადორის, რომელმაც რამდენიმე უსახური მატჩის შემდეგ იკისრა პასუხისმგებლობა და ეპიკური გოლი გაიტანა. 93-ე წუთზე. ტურინში. რაღაცით კულიბალის ძველ ისტორიას ჰგავდა. და როგორც ის, ესეც ისტორიაში შევა.

ანა ტრიესტე, ილა მატინო