პსჟ-ის თავდამსხმელი ლიონელ მესი, სავარაუდოდ, პარიზულ კლუბს დატოვებს.
წყაროს ცნობით, პარიზელთა ხელმძღვანელობა არ ჩქარობს არგენტინელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზებას. პსჟ-ის პრეზიდენტს ნასერ ალ-ხელაიფის სურს კლუბის განვითარების პროექტი შეცვალოს და აქცენტი ახალგაზრდა ნიჭიერი ფრანგი ფეხბურთელების შეძენაზე გადაიტანოს. ფრანგული კლუბი აღარ შეეცდება ვარსკვლავური მოთამაშეების შეძენას.
მესის მომავალი კი ბარსელონას ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, რომელსაც ფეხბურთელის დაბრუნება სურს. არგენტინელს პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. 35 წლის მესი, შესაძლოა, კარიერაში მეორედ გახდეს თავისუფალი აგენტი.