შეიძლება იყოს 1 ადამიანი, თამაშობს ამერიკულ ფეხბურთს and თამაშობს ფეხბურთს გამოსახულება
ტორპედო – ბათუმი 0:0

ეროვნულ ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა და „ბათუმი“ ერთპიროვნული ლიდერი გახდა. გია გეგუჩაძის გუნდი ერთადერთია ლიგაში, რომელიც ჯერ  არ დამარცხებულა. ამჯერად ზღვისპირელები „ტორპედოს“ სამტრედიაში უგოლოდ დაუზავდნენ.

თბილისის „დინამო“ გორში სეზონში პირველად დამარცხდა თანაქალაქელ „საბურთალოსთან“  – 1:3. დინამოელები ზორან მარუშიჩის გოლით იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმარმა საბურთალოელებმა იყოჩაღეს და სამი ბურთი (იური ტაბატაძე, გიზო მამაგეიშვილი, შეიკნე სილა) გაუტანეს ლუკა კუტალაძეს. „მასპინძელთა“ მარცხს ხელი ჯიმი ტაბიძის გაძევებამაც „შეუწყო.“ ჯიმიმ მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ მიიღო წითელი ბარათი. „საბურთალოს“ კი დაეტყო ახალი მწვრთნელის, ომარ თეთრაძის ხელი, რომელიც ამ კვირაშივე „სარბიელის“ პოდკასტის სტუმარი გახლდათ.

„თელავმა“ ვაჟა ფაცაციას 95-ე წუთზე გატანილი გოლით გადაარჩინა ქულა. „დილასთან“ მატჩი 2:2 დამთავრდა. ზედიზედ სამი წაგების კვალად ეს კახელების ახალი დამრიგებლის, ვარდან მინასიანის ხელმძღვანელობით მოპოვებული პირველი ქულა არის.

„გაგრამ“ მიჯრით მეორედ გაიმარჯვა, ამჯერად „შუქურასთან.“ „სამგურალი“ კი აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ აგებდა მაგრამ 2:1 მოიგო. გამარჯვების ბურთი იაპინელმა ტაიკი კაგაიამამ გაიტანა. ეს პირველი იაპონური გოლი გახლდათ ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში.

ტორპედო 0:0 ბათუმი (სამტრედიაში)

თელავი 2:2 დილა

1:0 ყიფიანი (7), 1:1 გომისი (30), 1:2 გეილი (51), 2:2 ფაცაცია (90+5)

დინამო 1:3 საბურთალო   (გორში)

1:0 მარუშიჩი (22), 1:1 ტაბატაძე (55), 1:2 გიზო მამაგეიშვილი (70), 1:3 სილა (90+2)

გაძევება: ტაბიძე (68) – დინამო

გაგრა 2:0 შუქურა

1:0 მარკონდელე (15), 2:0 შონია (67 პენ)

გაძევება: ქურდაძე (65) – შუქურა

სამგურალი 2:1 სამტრედია

0:1 ნაჭყებია (63), 1:1 ლომინაძე (83 პენ), 2:1 კაგაიამა (88)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362111483:4173
დინამო36218793:4968
ტორპედო361612855:3759
დილა361791056:3957
სამგურალი361691153:5154
საბურთალო361491358:4951
გაგრა361081847:6535
თელავი361071934:6237
სამტრედია36962150:6233
შუქურა36452738:11211

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 6, უსმანე კამარა, ზორან მარუშიჩი, ულად-ომარ იმრანი (ყველა – დინამო). ტიერი გეილი (დილა), ზვიად ნაჭყებია (სამტრედია)