Skeleton wearing a Juventus shirt, displayed in the Spanish quarters, during the preparations for the celebration of the victory of the third...დღეს ტურინის „ალიანც სტედიუმზე” „იუვენტუსი” „ნაპოლის” მასპინძლობს. ეს იქნება სერია A-ს 31-ე ტურის შეხვედრა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ტურინელებს 16 ქულით უსწრებს.

გასული კვირა შავ-ლურჯებისთვის მნიშვნელოვანი ამბებით იყო დატვირთული. უპირველეს ყოვლისა, გუნდს დაუბრუნეს ჩამორთმეული 15 ქულა, რის წყალობითაც მან მესამე ადგილზე გადაინაცვლა და „ლაციოს” მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. ამას დავუმატოთ, რომ გუშინ რომაელებმა შინ წააგეს „ტორინოსთან”, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბებერ ქალბატონს” მეორე ადგილზე გადასვლის რეალური შანსი გაუჩნდა და ცხადია, დღეს, „ნაპოლის” წინააღმდეგ ყველა ღონეს იხმარს რომ სწორედ ასე მოხდეს. გარდა ამისა, „იუვემ” ლისაბონში, „სპორტინგთან” 1:1 ითამაშა და ევროლიგის ნახევარფინალში გავიდა.

გუშინ, მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე, ტურინელთა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა: „ხვალ ველოდები „ნაპოლის”, რომელიც სკუდეტოსკენ მიიწევს. ისინი გამორჩეულ ჩემპიონატს ატარებენ. რთული შეხვედრა იქნება, რადგან მეტოქე ძალიან ძლიერია. მას უნდა რაც შეიძლება მეტი მოიგოს, რათა რაც შეიძლება მალე გახდეს ჩემპიონი. ამიტომ ის შეძლებისდაგვარად კარგად ითამაშებს. ჩვენც, ჩვენი მხრივ, რაც შეიძლება კარგად უნდა ვითამაშოთ, რათა მეორე ადგილი მოვიპოვოთ.

დღეს ძალ-ღონე მოვიკრიბეთ, რათა ხვალ მთელი ძალით შევძლოთ თამაში. უკვე ბევრი გავიღეთ, მაგრამ ბოლომდე გვმართებს კონცენტრაცია.

„ნაპოლის” და „მილანის” შეხვედრა? ეს გახლდათ უმაღლესი ტექნიკური დონის მატჩი.  „ნაპოლიმ” ითამაშა ისე, როგორც ყოველთვის. ხვალ ის შეეცდება ჩემპიონთა ლიგაში ნაწვნევი მარცხის სიმწარე სიხარულით შეცვალოს და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნეაპოლელთათვის „იუვენტუსთან” შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია”.