Paulo Dybala of AS Roma in action during the UEFA Europa League Quarter-Final second leg match between AS Roma and Feyenoord at Stadio Olimpico on...ევროლიგაზე „რომამ” „ფეიენოორდს” 4:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრის ბოლოს ინციდენტი მოხდა. ჰოლანდიური კლუბის მწვრთნელმა არნე სლოტმა რომაელთა თავკაც ჟოზე მოურინიუს ხელი არ ჩამოართვა. პორტუგალიელი მას გამოედევნა და მიაძახა: „პატივისცემა?!” შემდეგ დასძინა: „წადი, ნახე „ნაპოლი” როგორ გავარდა”.

მოურინიუს ეს ფრაზა „სქაი სპორტმა” დაატრიალა და ერთგვარი მღელვარება გამოიწვია. „განსაკუთრებულის” გაცხარების მიზეზი გახლდათ ის, რომ სლოტმა თამაშის წინ პრეს-კონფერენციაზე თქვა, სხვა იტალიური გუნდების ცქერას „ნაპოლის” თამაშის ნახვა მიჯობსო.

როდესაც ჩაეძიენ, თუ რა უთხრა მოურინიუმ, თავად სლოტმა ასე უპასუხა: „მან მითხრა, რომ მხოლოდ „ნაპოლის” და „მანჩესტერ სიტის” კი არა, „რომასაც” უნდა ვუყურებდე და ეს გამომადგება. ალბათ მართალიც არის. მისი გუნდი მტკიცე ხასიათის გამო ქების ღირსია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მოურინიუს ფეხბურთელების ქანცის გაწყვეტამდე მიყვანა შეუძლია”.