„მილანმა” „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან ოლივიე ჟირუს გოლით გამოთიშა, თუმცა სანამ გმირი გახდებოდა, ფრანგი თავდამსხმელი ანტიგმირობის კანდიდატი იყო — პენალტი ვერ გაიტანა, მასპინძელთა მეკარემ ალექს მერეტმა აუღო. როგორც ირკვევა, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს შეხვედრის მსვლელობის დროს ტკივილთან უწევდა ჭიდილი.
ფრანგულ „ეკიპთან” ინტერვიუში ჟირუმ თქვა: „ნეაპოლში ცალი ფეხით ვთამაშობდი, მყესი მტკიოდა, მაგრამ როგორც ჩემმა თანაგუნდელებმა გამარჯვებისთვის მეც მსხვერპლი გავიღე. „მილანს” გუნდურობის გამორჩეული შეგრძნება ახასიათებს, ასეთი სულისკვეთებით კი ყველაფერზე შეიძლება ოცნება”.