გიორგი მამარდაშვილი დაფრინავს – „ვალენსია“ ვერ ეწევა. ერთი ფრაზით ასე შეგვიძლია აღვწეროთ ის, რაც ქართველი მეკარის თავს ამ ესპანურ კლუბში ხდება. უკვე სოლიდური წყაროებიც იუწყებიან, რომ მამარდაშვილით არა ერთი დიდი კლუბია დაინტერესებული და თითს ინგლისისკენაც იშვერენ. ჭორ-მართლის გასარკვევად, იმ ადამიანს შევეხმიანეთ, ვინც გიორგის ამბები ყველაზე კარგად იცის – მეკარის მამას. ცხადია, სეზონის დასრულებამდე დავით მამარდაშვილი ყველა კარტს ვერ გახსნის, თუმცა მისი ინტერვიუდან ვფიქრობთ ჩანს, რომ ვარიანტებზე ფიქრი დაწყებულია.
⚽ რა გითხრათ, გუნდში მეგობრული ურთერთობაა. ზოგი კარგად ითამაშებს, ზოგს არ გამოუვა. სეზონი ახლოს არის დასასრულთან და გასავარდნ ზონაში ყოფნა მძიმე ფსიქოლოგიური მომეტიც არის. იმედი გვაქვს, რომ დაძლევენ ამ პრობლემებს და გუნდი გადარჩება.
⚽ ჩვენ “ვალენსიასთან” გრძელვადიანი კონტრაქტი გაქვს. ახლა ჩვენი მიზანი გუნდის გადარჩენა და ლა ლიგაში დარჩენაა. როდესაც სეზონი დასრულდება, თუ იქნება ისეთი შემოთავაზება, რომ კლუბიც კმაყოფილი იქნება და გიორგის შემდგომი განვითარებისთვისაც კარგი აღმოჩნდება – რატომაც არა. მაგრამ ჯერ სეზონი უნდა დასრულდეს, არავინ იცის რა იქნება სხვა კლუბებში, ვინ იქნებიან მწვრთნელები, მეკარეებიდან ვინ სად დარჩება და ვინ სად წავა. წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის.
⚽ კარგია, რომ გიორგის გამოსასყიდად დიდი თანხა დაადეს. თუ ვინმე ამხელა ფულს გადაიხდის, მეორე მეკარედ არავინ წაიყვანს. ყველა ფიქრობს, ღირს თუ არა პირველ მეკარედ, რომ ამხელა თანხა გადაიხადოს. თუმცა ისიც არის, რომ ძაალიან დიდი თანხა იმიტომ წერია, რომ პატარა კლუბებმა არ შეაწუხონ.
⚽ ინგლისში თამაში გიორგის ოცნებაა, მაგრა ეს უფლის ნებაა, ესპანეთში დარჩება თუ ინგლისში წავა. ისე კი, რომელ ქართველს არ უნდა ინგლისში ითამაშოს. ჩემი აზრით, პირველი ჩემპიონატია მსოფლიოში.