საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა უდავო ფავორიტად მიჩნეული ხორვატია 6:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა.
თუმცა, ჩვენს გუნდს შანსი აქვს უფრო მაღალ დივიზიონშიც გადავიდეს. საამისოდ კი სწორედ ხორვატების ხელშეწყობა დასჭირდებათ. მათ ბოლო ტურში ესპანეთს უნდა მოუგონ, ჩვენ – ავსტრალიელები დავამარცხოთ და პირველ ადგილზე გავალთ. ისე, ხორვატთა დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, ესპანელების დამარცხება რთული საქმე სჩანს.
ჩვენებმა ხორვატები მაგრად დაჩაგრეს: პირველი პერიოდი ნიკა ბუკიას გოლით მოვიგეთ, მეორეში სლესარევმა ორი ბურთით დაგვაწინაურა; ხოლო დასკვნით პერიოდში ჩვენებმა მეტოქეს 4 უპასუხო შაიბა გაუტანეს.
მოკლედ, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და დავრჩეთ ხორვატთა იმედად…