იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საგარანტიო კოლეგიამ რამდენიმესაათიანი სხდომის შემდეგ დააკმაყოფილა „იუვენტუსის“ აპელაცია 15 ქულის დაბრუნების თაობაზე – სასამართლო პროცესი თავიდან უნდა დაიწყოს მტკიცებულებების არადამაჯერებლობის გამო.

შესაბამისად, სასჯელები ეხსნებათ „იუვენტუსის“ მაღალჩინოსნებს – ანდრე ანიელის, მაურიციო არივაბენეს, ფედერიკო კერუბინისა და ფაბიო პარატიჩის, რომელიც ბოლოს „ტოტენჰემის“ სპორტულ დირექტორად მუშაობდა.

მოკლედ, ახლა, 15 ქულის დაბრუნების შემდეგ „იუვენტუსს“ 59 ქულა აქვს და სერია A-ში მესამე ადგილზეა.

Juve fiduciosa di riavere i 15 punti di penalizzazione: svelata confidenza segreta, scoppia il caso